მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის თმით, “ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რომ გალიდან მოსახლეობის 100% ხმას ოპოზიციას აძლევს და სწორედ ამიტომ ჩაკეტეს გალის ოკუპაციის ხაზი.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებ, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია.
“თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა, მეორე ტურის წინ, გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში. მაინც დამთავრებულები არიან!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.