“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” მიტინგს ეხმაურება და წერს:
“ოცნების ჰიმნად ქცეული-‘ჩემი საქართველო აქ არის’-ყველაზე კარგად აღწერს მათ ფილოსოფიას.
საქართველო, მართლაც, მხოლოდ ლურჯ დროშიანთა თავყრილობა ჰგონიათ…
დანარჩენი, ისე, ‘დასასრულებელი,’ საუკეთესო შემთხვევაში კი-დასაიგნორებელი.
დამანგრეველი პოლარიზაციის რეალური მიზეზიც ესაა, სხვა არაფერი.” – წერს სამადაშვილი.