“სახლში მყოფი მოხუცების დაშინება რომელი სპორტის სახეობაა ბიჭებო” – მიმართვა ოზურგეთელ სპორტსმენებს

ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის და, თიკო შარაშენიძე სოციალ ქსელში ოზურგეთში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე წერს:

“გასაოცარი ამბები დამხვდა. მეორე ტურის წინ ყველა წესი დარღვეულია და მიდის დაუნდობელი მორალური წნეხი ხალხზე. ბევრი “ილეთი” გასულ არჩევნებზე ვნახე. წელს წითელი ხაზი პატიმრების ოჯახებზე გადაიკვეთა. ისედაც დაჩაგრული ხალხის დავალდებულება, დაშინება, მუქარა, ისეთი ხდება ადამიანურ ფაქტორში რომ არ წერია. ამ ფორმით მოპოვებული, სულ ერთია რა თანამდებობაც, რათ უნდათ. ან ხალხი რატომ გონიათ ისეთი უვიცი, თუ ახლა მჩაგრავენ მერე ამაყვავებენო იფიქრონ. ძალიან ცუდად იცნობენ ამაყ გურულებს”-აღნიშნავს თიკო შარაშენიძე, რომელიც ძმებ თალაკვაძეებსაც მიმართავს: ” Archil Talakvadze ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze კოტეს ოპონენტის ძმას მინდა მივმართო. (კანდიდატი რომელია, რომ ვერ გაგვირკვევია) ძალიან კარგად ვიცი დედმამიშვილის სიყვარულის გამო მთების დაძვრა რომაა შესაძლებელი. პატივს ვცემ თქვენს, ძმის მიმართ მხარშიდგომას. მესმის რომ დაჰყვებით, დაგყავთ და გვერდიდან არ სცილდებით. ჰოდა, მისულოყავით ერთად დებატებზეც, გესაუბრათ ცივილურად. ბოდიში გულწრფელობისთვის და მეკარის გარეშე გოლი რომ გააქვთ, იმას გავდა ყველა თქვენი სატელევიზიო ეთერი. კოტეს სასიკეთო საქმეებზე თავადაც ბევრი იცით, არაერთხელ აღგინიშნავთ. ამომრჩეველი მეგობარ მერს რომ ეძახის, ესეც გსმენიათ. არც ხალხს ეპარება არაფერი. ხოდა გთხოვთ, კოტეს სიყვარულის გამო ხალხს ნუ დააშინებთ, არ შეურაცხყოთ, არ დააშანტაჟოთ. პატარაა ეს რეგიონი და ყველამ ყველაფერი იცის. ასეც რომ არ იყოს, რად გინდათ ასეთი მერობა. ეს ხომ თქვენივე სისუსტეა. გაუფრთხილდით ადამიანებს და ნუ აშანტაჟებთ, სიყვარული მოიპოვეთ ამომრჩეველში და ყველაფერი თავისით დალაგდება მერე. ასე ქნა კოტემ”-წერს თაკო და იმ სპორტსმენებსაც მიმართავს, ვისაც ადგილზე ხალხის დასაშინებლად იყენებენ: ” ორი სიტყვა სპორტსმენებსაც მინდა ვუთხრა. მათი ქომაგობით ხმაც ჩაგვხლეჩია, გულიც აგვფრიალებია და სპორტული მიღწევების გამო მადლიერებიც ვართ. მაგრამ ძალის დემონსტრირება სახლში მყოფ მოხუცებთან, მათი დაშინება და მუქარა სპორტის რომელი სახეობაა? ტეხავს ბიჭებო. შეგრცხვებათ მერე და თქვენი სპორტული მიღწევებიც აღარავის ენდომება. აღარავის ეხსომება თქვენი სპორტული მიღწევები, ისევე როგორც ეს არჩევნები. თქვენი საქმე აკეთეთ და ნუ მისცემთ თავს უფლებას ზონდერებად გამოგიყენონ”-აღნიშნულია წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: