ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ იმედი აქვს, საზოგადოებას ეს მაინც დაეხმარება გააცნობიეროს, რამდენად არაჰუმანური ძალა მართავს ქვეყანას.
“იმედია, პრემიერის საჯარო განცხადება თვითმკვლელობის კანონიერებაზე დაგეხმარებათ გააცნობიეროთ რამდენად არაჰუმანურ ძალასთან გაქვთ საქმე. ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ტელევიზიას, საიდანაც ეს ინტერვიუ გავრცელდა, ესმის რაოდენ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია მსგავს განცხადებებს სუიციდზე, იმ ადამიანებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა აქვს.
ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე…
P.S. გთხოვთ, ნუ დამიწყებთ შეგონებებს რომ ექიმი ვარ და ჩემი საქმე ადამიანების მკურნალობაა. დიახ, ადამიანის სიცოცხლეა ჩემი უმთავრესი საზრუნავიც და ღმერთიც და ამიტომაც ვღელავ”, – წერს ნანა გეგეჭკორი.