გურიაში კორონავირუსის 115ახალი შემთხვევა დაფოქსირდა – 29 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 4 627 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 513 კვლევა, აქედან 30 303 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 210​ ​PCR-ით. 28 ოქტომბერს აიცრა 4 023 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.17%-ია, ბოლო 14 დღის – 8.94%-ია, 7 დღის – 8.87%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 416 შემთხვევა;
  • აჭარა – 161;
  • იმერეთი – 753;
  • ქვემო ქართლი – 325;
  • შიდა ქართლი – 290;
  • გურია – 115;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271;
  • კახეთი – 427;
  • მცხეთა-მთიანეთი – 78;
  • სამცხე-ჯავახეთი – 95;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 48 763 აქტიური შემთხვევაა. 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 518, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 575, აჭარაში – 132, იმერეთში – 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი,  მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 41, იმერეთში – 31.

1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 – თბილისში, 182 – აჭარაში. 41 374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 711 255 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 652 505 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 961 კი გარდაიცვალა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share