გერმანიამ საქართველოს მთელი ტერიტორია კორონავირუსის რისკ-ზონად გამოაცხადა

გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბრიდან საქართველო ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მაღალი რისკის მქონე ტერიტორიად კლასიფიკაცია ორეტაპიან ანალიზს ემყარება, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი სამინისტროები ერთობლივად აწარმოებენ. რობერტ კოხის ინტიტუტის ცნობით, ანალიზის პროცესში გამოიკვლიეს, თუ რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა. საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

დღეიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია კორონავირუსის სავალდებულო ტესტის ჩატარება. ჩამსვლელებს ასევე შესაძლოა საკარანტინო პირობებში ყოფნა მოუწიოთ, თუკი კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) ადმინისტრაციას ასე აქვს განსაზღვრული უცხოელი მგზავრებისთვის.

სხვა ქვეყნები, რომელთა მთელი ტერიტორიაც მაღალი რისკის მქონე ზონად 7 ოქტომბრიდან გამოცხადდა, არიან: იორდანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და ტუნისი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 42
    1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებაეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე  1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
    Tags: და
  • 41
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 39
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და
  • 36
    "ეკლესიაში გულმხურვალე ლოცვასთან ერთად გურულს იქვე შეუძლია შეუთანხმდეს რამდენიმე ამხანაგს ძარცვასა და ყაჩაღობაზე" რუსი მოგზაური გურულებზეგაზეთ კავკაზის ჟურნალისტმა ნიკოლოზ დუნკელ-ველინგმა (ვენგერი) გურიაში სავარაუდოდ იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი „კავკაზი“ კავკასიის სამხედრო ტიპოგრაფიული განყოფილების გამოცემა გახლდათ და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარია. მისი დანიშნულება გახლდათ კავკასიაში მყოფი რუსული სამხედრო ელიტის ინფორმირება. წერილები გაზეთ კავკასის 1853-54 წლების ხუთ ნომერში გამოქვეყნდა, აქედან ოთხი…
    Tags: და