“ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს…სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”– ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სახელმწიფო კი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობით “თავის ჯანმრთელობას იზიანებს”

ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, – თქვა ღარიბაშვილმა.


ღარიბაშვილმა ასევე მიხეილ სააკაშვილი ჰოსპტალიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს, კერძო კლინიკაში ვერ დაიცავენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. რუსთავის ციხეში ის უკვე 29-ე დღეა, შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share