საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცისთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მიზეზად ასოციაცია იმას ასახელებს, რომ ციხის საავადმყოფო არც A არც B და მით უმეტეს, არც C ტიპის სტაციონარულ კლინიკას არ განეკუთვნება.
“გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და ჯანდაცვის სამინისტროს პასპრტიზაციის კრიტერიუმების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ,,ციხის საავადმყოფო,, არ მიეკუთვნება არც ,,A,, არც ,,B,, და მითუმეტეს არც ,,C,, ტიპის სტაციონარულ კლინიკას, იგი განეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, კატეგორიას, სადაც სრულფასოვანი სტაციონარული დახმარება შეუძლებელია!, ასეთი ტიპის, ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და პაციენტის მცირე დროით დაყოვნება;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კლინიკების ასოციაცია კატეგორიული წინააღმდეგია შიმშილობის გვიან პერიოდში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, პირობებში, რადგან მსგავს პირობებში ვერ განხორციელდება სრულფასოვანი სამედიცინო ინტერვენცია, რის გამოც შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი, ამიტომ მსგავსი სიმძიმის პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი შერეული ტიპის მრავალპროფილურ სტაციონარში (ტიპი – ,,C,,).
დამატებით გაცნობებთ, რომ ქ.თბილიში მსგავსი ტიპის სტაციონარებს მიეკუთვნებიან: ქირურგიის ეროვნული ცენტრი; ნიუ-ჰოსპიტალი; თოდუას სამედიცინო ცენტრი; ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა; ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი; ვივამედი;ამავედროს გაცნობებთ, რომ უმეტესი ამ კლინიკებისა დაცულია და შემოსაზღვრულია რკინის ღობით, გამომდინარე აქიდან მსგავსი კლინიკების ბაზაზე მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – წერია განცხადებაში.