ურთიერთშელაპარაკებისას ქალმა ქალი შუშის ბოთლით დაჭრა

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა. შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაჭრილია ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი. ახალგაზრდა ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში, სავარაუდოდ, შუშის ბოთლით აქვს მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ წუთებში იკითხება სავარაუდო დამნაშავე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share