ტვ პირველის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისიდან ზუგდიდისაკენ მიმავალი ოპოზიციის მხარდამჭერი აიყვანეს. ამირან ჯანაშიას გზა აბაშაში გადაუკეტეს და იქ დააკავეს.
ჯანაშია სოფელ რუხიდან არის, სადაც ოპოზიციამ ,,ქართულ ოცნებას” არჩევნები 500 ხმით მოუგო. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიციელებმა ჯანაშიას კუთვნილ ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს და ამჟამად ფოთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
,,ნაცმოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ ამირან ჯანაშიას სახლში შეუვარდნენ და იარაღი ჩაუდეს.
ამირან ჯანაშია ის ყოფილი ძალოვანი იყო, რომელიც ოპოზიციას 2 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ეხმარებოდა.
tv pirveli