წუხელ, გვიან ღამით ოზურგეთის მასშტაბით გამოკრული კოტე შარაშენიძის ყალბი პლაკატები “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებს გააკრევინეს, მათ შორის ლ. ქ. არასრულწლოვანია.
ამის ვიდეო მტკიცებულება “გურიის მოამბეს” ექსკლუზიურად მიაწოდეს.
ყალბ პლაკატებზე კონსტანტინე შარაშენიძე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ისეა მოხსენიებული.
აღნიშნული პლაკატები, მალევე აიტაცა ყალბი ინფორმაციების გამავრცელებელმა “გურია თაიმსმა”, რომელიც ცრუ ფეისბუქ პლატფორმად არის ოფიციალურად დასახელებული.
დღეს მათი მხრიდან დადებული პოსტი კი “მითების დეტექტორმა” გამოავლინა და დაწერა:
პლაკატებზე შარაშენიძე ნაციონალური მოძრაობის ლოგოსთან და ნომერ 5-თან ერთადაა გამოსახული და მასზე დატანილია ტექსტი “ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობა უნდა დავაბრუნოთ”. გურია თაიმსის მიხედვით შარაშენიძე მოსახლეობას წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ “ქართული ოცნების” ერთგული იყო და ის საარჩევნო კამპანიის დროს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსპირაციულ შეხვედრებზე დააფიქსირეს.
ფოტოზე გამოსახული პლაკატები კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო კამპანიის ნაწილს არ წარმოადგენს, ისინი სავარაუდოდ ფოტოშოპშია დამუშავებული და მათი მიზანი დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაციაა. -წერს “მითების დეტექტორი”.