მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში შესაძლოა ვერტმფრენით გადაიყვანონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საავადმყოფოში შესაძლებელია ვერტმფრენით გადაიყვანონ, ამის შესახებ დღეს 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, აღნიშნული, თავად  სააკაშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება განხორციელებული.

,,ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა”, – განაცხადა ბრეგაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share