“მაიკროსოფტის” დამფუძნებელ ბილ გეითსს 28 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა. მილიარდერი 66 წლის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მისმა შვილმა, ჯენიფერ გეითსმა, რომელიც ახლახანს დაქორწინდა, “ინსტაგრამზე” მამასთან ერთად ქორწილში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“მადლიერი ვარ, რომ ვისწავლე შენგან უსასრულო ცნობისმოყვარეობა, მუდმივი ძიება და ადამიანების დახმარების სურვილი. მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ საოცნებო დღეს ჩემთან ერთად ყოფნისთვის. ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება.”- წერს ჯენიფერი.
ჯენის ბილმა პოსტზე კომენტარით უპასუხა – “მადლობა ჯენ დაბადების დღის სურვილებისთვის. ბედნიერებაა