არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ოზურგეთში. ამომრჩევლები ,მუნიციპალიტეტის მერს ირჩევენ, სადაც ერთმანეთს ”ქართული ოცნების” კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, დამოუკიდებელ კანდიდატს კოტე შარაშენიძეს უპირისპირდება.
ამავე დროს ოთხ მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც 16 საარჩევნო უბანს მოიცავს, საკრებულოს არჩევნების მეორე ტურია.
ოზურგეთის კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომაძე აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემა დროულად გართულებებისა და ხარვეზების გარეშე დაიწყო.