რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სპეცრაზმი შეიყვანეს

ამ წუთებში რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საპოლიციო ძალების მობილიზებაა – ცოტა ხნის წინ ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

უცნობია რას უკავშირდება სპეცრაზმის ციხეში შესვლა და რისთვის ემზადება პენიტენციური სამსახური.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. დღის განმავლობაში მის მოსანახულებლად ციხეში შესვლას მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აპირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share