აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნების მეორე ტურის შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები:
„ჩემთვის პატივია ის, რომ ვაკვირდები ამ მნიშვნელოვან არჩევნებს. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ხალხისთვის. ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი პრიორიტეტები: სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა და ა.შ. ეს არის დღე, როდასაც მოქალაქეებს ხმა ისმის.
მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზედაც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი. ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი,“- აღნიშნა ელჩმა.