ბიძინა ივანიშვილმა კანონი დაარღვია – დაწერილია საჩივარი

ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობი დარღვევის გამო, „საქართველოს ახალგზარდა იურისტატ ასოციაციამ“ საჩივარი დაწერა.

კერძოდ, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები – მისი დაცვის წევრები.

„ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება,“ – ამბობენ საია-ში.

გარდა ამისა, საიამ 11:00 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა:

საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. Ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;

მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება, ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;

ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე, თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო საარჩევნოკომისიებში;

ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;

ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები.

შეგახსენებთ:

დღეს, საქართველოს 20 დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. უმეტეს ქალაქებში ერთმანეთს „ოცნებისა“ და ენმ-ს მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share