დაბა ურეკის სააერჩევნო უბანს ტრადიციულად ლილი ივანიშვილი აკონტროლებს.
ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკოს მეუღლე, ლილი ივანიშვილი ყველა არჩევნებში ურეკის საარჩვნო უბნის მთავარი “მაყურებელია”.
ის რამდენიმე ქალბატონთან ერთად, ნებისმიერ ამომრჩეველს აკონტროლებს და არც მათი ნების საწინააღმდეგო ქმედედბს ერიდება.
როგორც ურეკში ამბობენ-“ლილის კონტროლის გარეშ, საარჩვნო უბანზე ჩიტიც ვერ შეფრინდება”.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ოზურგეთის სხვადასხვა საარჩვნო უბანზე არა ერთი დარღვევა და ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
მოწოდების სიმაღლეზე არიან ე.წ. ძველი ბიჭები და ამომრჩევლის სიებით მობილიზებული ქალები.
აქტიურად მოძრაობს უბნებზე ილა კეჭაყმაძეც, რომელიც, კონსტანტინე შარაშენიძის დამკვირვებლების მიმართ, “ოცნების” წარმოამდგენლებს კონკრეტული ქმედებისკენ მოუწოდებს: “თავზე გადააფსით მაგათ”, რისი ვიდეო მტკიცებულებაც “გურიის მოამბემ უკე გაავრცელა.