მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

2 ნოემბრამდე უმეტესად მშრალი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. აქ საშუალო ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება, 3 ნოემბრიდან, მოსალოდნელია ტემპერატურის უმნიშვნელო კლება და ნალექი წვიმის სახით.

2 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოღრუბლულობა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16, +17 გრადუსი იქნება. 3 ნოემბრის შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოში წვიმასაც ელოდებიან, ტემპერატურა უმნიშვნელოდ, +15, +16 გრადუსამდე შეცირდება.

თბილისში 1-2 ნოემბრს მშრლი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მცირე ნისლით და მოღრუბლულობით. ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. 3 ნოემბრიდან კი დედაქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ტემპერატურა დაიკლებს და +16, +17 იქნება.

მაღალ მთაში უნალექო ამინდს ელოდებიან. ღამით ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი +7, +12 გრადუსამდე გათბება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share