რუსთავში ოპოზიციამ კონსპირაციული ოფისი აღმოაჩინა, სადაც ნაპოვნია ათეულობით დოკუმენტი ამომრჩეველთა მონაცემებით, მათი პირადი ნომრებითა და აღრიცხვით, ვინ იყო მისული არჩევნებზე და ვინ არა.
სიაში შეყვანილი მოქალაქეები დევნილები არიან, ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამავე ოფისში იმყოფებოდა, სავარაუდოდ ზურაბ გოგატიშვილი, რომელიც დევნილთა სამინისტროში მუშაობს.
მას შემდეგ რაც ადგილზე ოპოზიცია და მედია მივიდა, გოგატიშვილმა პატრულს გამოუძახა და ადგილიდან გაიქცა, სიები კი სიჩქარეში ადგილზე დატოვა.