დღეს ქალაქ ლანჩხუთში, “მეურნეობის ბინებიდან” 100 მეტრში მდებარე საყანე ფართობში, მგელმა პირუტყვი დაგლიჯა.
„ღია ფერის იყო, მოფუზული კი დავინახე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, წავედი სახლში და მოგვიანებით ამოვბრუნდი ყანის ასაჭრელად, ერთი საათის მერე დაახლოებით და დამხვდა ეს ამბავი.გამოყონ ბრიგადა და მოგვეხმარონ ამ მტაცებელის მოშორებაში. აქვე ვცხოვრობთ , ბავშვები სათამაშოდ აქ ხშირად მოდიან. მოგვაქციონ ყურადღება” – გვიყვებიან ადგილობრივები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“ გურიის მოამბე” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბიძინა იმნაიშვილს დავუკავშირდა, რომელმაც გვითხრა რომ მერიასთან არსებული მონადირეების ჯგუფი უკვე გაფრთხილებულია აღნიშნულ ფაქტზე და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
„ორი ხბო დაგლიჯა ამ დილით მგელმა ლანჩხუთის ტერიტორიაზე, ე.წ „მეურნეობის ბინებთან ახლოს, საყანე ფართობში.ჩვენ მერიასთან არსებული მონადირეთა ჯგუფი გვყავს, 6-8 კაცი გადის ორ ჯგუფად როცა შეტყობინება შემოდის. ისინი ყველა საჭირო ეკიპირებით არიან აღჭურვილი, ასევე ყავთ ძაღლები, რომლებიც უშუალოდ ნადირზე არიან დაგეშილები. ეს ჯგუფები ისედაც ახორციელებს მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვეში ერთხელ, თუ გამოძახებაა უფრო ხშირად, ათი დღის წინაც გასულები იყვნენ რამდენიმე სოფელში საიდანაც შეტყობინება შემოვიდა რომ მგელი ნახეს. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებითაც ყველა ზომა იქნება გატარებული და იმედია მტაცებელი ლიკვიდირებული იქნება უახლოეს საათებში.“- გვითხრა მერის მოადგილემ.
მსგავსი სტატიები
- 54
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 51
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 44
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცხოვრება ია-ვარდით ნამდვილად არ იყო მოფენილი. მის ოჯახსაც შეეხო 1937 წლის რეპრესიები და წარუშლელი კვალიც დატოვა. თავისი ცხოვრებისი უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ნათელა ურუშაძემ თავის მოგონებებში ისაუბრა: “დავიბადე 1923 წელს. როცა მამა დაიჭირეს, 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1937 წლის ზაფხულში. მამა, ამბერკი ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ფარმაცევტი იყო. ის…
- 40
ლანჩხუთში, ცენტრალურ ავტობანთან ახლოს, ქალაქის ტერიტორიაზე მგელმა ხბო დაგლიჯა.შემთხვევა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა.საყანე ფართობებში ჩასასვლელი ჭიშკრიდან 150 მეტრის დაშორებით ამ დილით მოსახლეობამ დაგლეჯილი დეკეული ნახა. "ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე, აქედან დაახლოებით 200 მეტრში რამდენიმე დღის წინაც დაგლიჯა პირუტყვი მგელმა, აუცილებლად უნდა მოგვახმარონ მონადირეთა ჯგუფი, საშიშია აქ დღეც გავლა, დაძრწიან…