ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ნაგომარში

რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის საუბნო საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, კოტე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელი ნაგომრის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სცემა. დაპირისპირება გამოიწვია   ბიულეტენებთან  დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ.  ‘”ოცნების”  წარმომადგენელი  ოცამდე ბიულეტენის ბათილად ცნობას ითხოვდა,სადაც კოტე შარაშენიძე იყო შემოხაზული, თუმცა იგივე ფორმით შემოხაზული ბიულეტენი,სადაც თალაკვაძე იყო შემოხაზული, არ გააბათილეს. სწორედ ეს გააპროტესტა შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელმა,რის გამოც მას კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და რამდენიმე ადამიანი დაკითხვაზე  პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share