ბოხვაურელი ამომრჩეველი მელექედურში ხმის მიცემას ცდილობდა

ბოხვაურელი ამომრჩეველი მელექედურში ხმის მიცემას ცდილობდა. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მელექედურის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დათა მიქელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უბანზე დააფიქსირეს უცხო მამაკაცი, რომელიც მელექედურის მცხოვრებს არ ჰგავდა,მას სთხოვეს პირადობის მოწმობის ჩვენება. პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ, დადგინდა , რომ მამაკაცი სოფელ ბოხვაურის მაცხოვრებელი იყო, რომელიც სავარაუდოდ,  ‘ოცნების’  წარმომაადგენლებს ხმის მეორედ  მისაცემად ჰყავდათ მიყვნილი.

ოზურგეთში დღეს ძალიან ბევრი დარღვევა დაფისირდა და ამის შესახებ ‘გურიის მოამბე’ წერდა. იყო თანხების დარიგება და სავარაუდოდ, კარუსელიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share