ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე- რა თქმა უნდა ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ბერდია ლომიძემ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჟურნალისტებს გაგვაცნო. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამარჯვება რა თქმა უნდა ‘ქრთულმა ოცნებამ” მოიპოვა:

“მოგახსენებთ წინასწარ შედეგებს, არჩევნების მეორე ტურში  გაიმარჯვა  ”ქართული ოცნების”  კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, რომელმაც 19000 ხმაზე მეტი მიიღო, პროცენტულად ეს არის 55, 85%. რაც შეეხება კონსტანტინე შარაშენიძეს, მან 15000 ხმაზე მეტი ანუ 44,15% მიიღო.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მანდაც რა თქმა  უნდა,  ”ქართული ოცნების”  კანდიდატებმა გაიმარჯვეს  ორ ოლქში, 1 მაჟორიტარულ ოლქში პარტია “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატმა გიორგი სირაძემ , ერთში კი  ” ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა რაინდი დუმბაძემ მოიპოვა გამარჯვება”. – აღნიშნა ბერდია ლომიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share