“ყველაზე არაადამიანური ფულის დარიგებით მომავალი თაობების გახრწნაა”- შარაშენიძე არჩევნების შედეგებს აფასებს

30 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე. მისი განცხადებით, არჩევნები ოზურგეთში მასიურად გაყალბდა და “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი იკადრა არჩევნების მოსაგებად. როგორც შარაშენიძე აღნიშნავს,ხელისუფლებამ ყველაზე არაადამიანური მეთოდი გამოიყენა და მომავალ თაობას,მათი არჩევნებში არაჯანსაღად ჩართვით, შეურაცყოფა მიაყენა:

“ამას არჩევნები არ ჰქვია,ეს იყო ძალადობა, დიქტატურა და ყოველგვარი უმსგავსობა. ადგილი ჰქონდა ყველანაირ მავნებლობას. მათ ყველაფერი ჩაიდინეს იმისთვის , რომ ძალადობით გამარჯვებისთვის მიეღწიათ.

ადამიანი შეიძლება შეაშინო,  დააშანტაჯო, ეს მაგათი ხელწერაა, ამ ყველაფერთან ერთად “”ოცნებამ”  ყველაზე არაადამიანური რაც გააკეთა,  ეს  მომავალი თაობის გახრწნაა. ვისაც აღებული ჰქონდა პირადობის მოწმობა, ყველა იმ ბავშვის სია ჰქონდათ ცალკე , ფული დაარიგეს და  ამით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მომავალ თაობას.მათ არ მისცეს საშულება მომავალ თაობას, ჯანსაღად ჩართულიყვენ საარჩევნო კამპანიაში.” აღნიშნა კოტე შარაშენიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share