პარტიის “ტრიბუნა” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
მისი თქმით, პირველი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან” :
“როგორ შეიძლება შულერს რამეში ენდო?!მით უმეტეს როდესაც საქმე სამშობლოს ეხება!და მითუმეტეს კობახიძეებს, ვისთვისაც გაყალბება, ადამიანების დამცირება საამაყოა.პირველი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან”!და დაიდოს მხოლოდ ხალხთან! ხალხთან ერთად უნდა მივიყვანოთ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე და არა მათ ზურგს უკან და კულუარებში.ისე, მართლა გაუგებარი რჩება ჩემთვის,რა დავუშავეთ ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა ასეთი, კობახიძის, აი ამ მუტანტის სახით რომ გველაპარაკება?” – წერს იგი.