“გთხოვთ მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება!” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

მისი თქმით,  სააკაშვილის ჯანმრთელობა და მუხტი ქვეყანას ძალიან სჭირდება:

“მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ შეწყვიტეთ შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს, თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან ბრძოლაში უიმედო  ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე! აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა  იწყება!“-წერს ჩარკვიანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share