“ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქედან კი არ ​გვიყურებდე, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი” – ნიკა მელიას მიმართვა მიხეილ სააკაშვილს

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართა.

მან მიხეილ სააკაშვილს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

“უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის,რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 31-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო.

მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებეს ვხედავდი, კიდევ უფრო ჟინი მიჩნდებოდა და მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას”, – მიმართა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share