მადლიერმა მშობლიურმა ხალხმა, ტიტე მგელაძისა და ავთანდილ თალაკვაძის ფოტოები ნაჩუქარ წყლის ავზებზე გამოსახა

ფოტო,რომელზეც  რამდენიმე ტონიან  წყლის ავზზე გამოსახული “ქართული ოცნების” მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები- ტიტე მგელაძე და ავთანდილ თალაკვაძეა აღბეჭდილი, სოფელ ძიმითის ერთ-ერთ ბრიგადაშია გადაღებული.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოზურგეთის რაიონული სასამართლო ორივე კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს განიხილავდა, ვინაიდან მოსარჩელე  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამტკიცებდა, რომ  საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით ტიტე მეგლაძემ და ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული წყლის ავზები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხმების მოსყიდვის მიზნით შეიძინეს.

თუმცა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძის დავალებითა და გადაცემული თანხებით, აღნიშნული წყლის  ავზები, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე , სოფელ ძიმითში ადგილობრივმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ტიტე მგელაძემ შეიძინა და მოსახლეობას გადასცა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share