პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა – თენგიზ ცერცვაძე

სპეციალისტების თქმით, პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს. კოვიდაქტიური შემთხვევების შემცირების გზები კი, პირბადის გამოყენებას და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას უკავშირდება.

„უნდა შევეცადოთ, რომ ახალი და აქტიური შემთხვევების შემდეგი ზრდა ავიცილოთ თავიდან. თუ ახალი შემთხვევების ზრდა შემდგომში ისევ დაფიქსირდება, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია და ამას გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვეს. პირბადეების გამოყენება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, – აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share