ღია მუქარა “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ – დეა მამისეიშვილს სოციალურ ქსელში ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და დაპირდნენ რომ ოცნების ზონდერ ჯგუფები მას სახლში მიაკითხავენ.
ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლების მხარდამჭერ რადიკალებს ჟურნალისტის მხრიდან გაშუქებული აქცია და დასმული შეკითხვები არ მოსწონს.
ვინ არის პირი, რომელიც დეა მამისეიშვილს ემუქრება უცნობია, მან ყალბი ფეისბუქ გვერდი შექმნა, ჟურნალისტს მისწერა და შემდეგ გააუქმა.
უკვე 11 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეს მუქარა გაასაჯაროა, თუმცა შსს ამ დრომდე არ დაინტერესებულა.