გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ვიცე-მერად ეკა გოლიაძე ინიშნება

ინფორმაციით, რომელიც ამ წუთებში  “გურიის მოამბეს” მიაწოდეს, ოზურგეთის ვიცე-მერად ეკა გოლიაძე ინიშნება.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”  ავთანდილ თალაკვაძის გარემოცვიდან აცნობეს.

ეკა გოლიაძე არჩილ თალაკვაძის უახლოესი მეგობრის, დავით გოლიაძის დაა.

მეორე და საკრებულოს დეპუტატია, რომელმაც მანდატი  “ქართული ოცნების” პროპორცოული სიიდან მოიპოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share