“აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას…იქედან კი, ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება შეიძლება დაიგეგმოს”-ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება.

განცხადება ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

“ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ასევე საუბარია ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება” ამბობს ნიკა გვარამია 

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

დღეს შიმშილობის 32-ე დღეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share