“დრო აღარ არის, ხალხი დაიხოცა შიმშილით. ჩვენს სფეროზე აღარაფერს ვამბობ” – ასე ეხმაურება “ფორტუნასთვის” მიცემულ ინტერვიუში მომღერალი მერაბ სეფაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელის თუ არა რაიმე სახის დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, მერაბ სეფაშვილმა ასე უპასუხა.
ვინც არ მეთანხმება, ალბათ, თბილად არის…
მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა. როდემდე ვუყუროთ ამ თამაშს? საუბარია იმაზე, ხალხმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. სახელმწიფოსგან არანაირი კრინტი ამ თემაზე არ ისმის. ყველა ეძებს გამოსავალს.
გამოსავლად რას მიიჩნევთ?
არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. მე პოლიტიკური ლიდერი არ ვარ, რომ ხალხი გამოვიყვანო. აი, ვუყურებ, ვინ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი, ვისაც ამ თემაზე საღი აზრი იქნება.
ყველას აინტერესებს, რა იქნება. კოვიდი გასაგებია და ცალკე თემაა, მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში არსებობს სქემა.