გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის აივანზე ამ ბანერის გადმოფენა “ქართულმა ოცნებამ ” შენობის იერსახის შელახვად შეაფასა და 3 ნოემბრისთვის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი თათია ნიკოლაიშვილი წერს:
“ივანიშვილის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამო გვასამართლებს – 3 ნოემბერს 16:00 საათზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა .
ძალადობრივი არჩევნების დასრულების და სავარძლებში მოკალათების პირველივე დღიდან განაახლეს რუსული მეთოდებით,თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობები – არ გამოგივათ”. – წერს თათია ნიკოლაიშვილი.