,ახლა მეც მომინდა ამ არჩევნების პირველსა და მეორე ტურზე ორიოდ სიტყვა დავწერო.მაგრამ მანამდე ვსვამ კითხვას ეს არჩევნები იყო საერთოდ?”- 91 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე საკუთარ სოციალურ ქსელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურს ეხმიანება.
ბლოგერის შეფასებით, ეს არ იყო არჩევნები და ამაზე ხალხმა თავიანთი აზრი უნდა დააფიქსიროს, თუმცა იქვე ამბობს, რომ საქართველოში ადამიანების აზრი ნაკლებად აინტერესებსთ.
,,ამ ძალადობაზე, მოსყიდვაზე, კრიმინალურ გარჩევებზე დამყარებულ და ხელისუფლების მიერ საჯარო მოხელეებზე წარმოებულ უსაშველო წნეხის ფონზე ჩატარებულ არჩევნების მსგავს ღონისძიებას არჩევნები უნდა ეწოდოს? მე ვფიქრობ არა.. ასე გამოეხმაურა ამ არჩევნებს უცხოელი ექსპერტებიც. გეკითხებით რა აზრი აქვს ხმების დათვლას , როცა ხმის მიცემა დაშინებით, ძალადობით ხდება?სახელმწიფო მოხელეები ხომ წინასწარ ხმების დათვლამდე ზეიმობდნენ გამარჯვებას. მათ წინასწარ იცოდნენ , რომ ხმები მათ სასარგებლოდ დაითვლებოდა. ასეთ დროს რას ამბობს ხალხი? ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხალხის აზრი ვის აინტერესებს ამ ქვეყანაში?”, – წერს ბლოგერი.