დაიხურება თუ არა სკოლები – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სკოლები არ დაიხურება, ხოლო სკოლების ნაწილში დასწრებული სწავლა შესაბამისი რეგულაციებით გრძელდება.

“სკოლების დაახლოებით 10%-ია გადასული დისტანციურ სწავლებაზე. ასევე რამდენიმე ასეულ სკოლაში კლასებია გადასული დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ სკოლები არ იხურება. სკოლებში დასწრებული სწავლა შესაბამისი რეგულაციებით გრძელდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share