2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბობოქარი ემოციები გაიძულებენ ჩაუღრმავდეთ და გააანალიზოთ ახალი (ან შესაძლოა ძველი, მაგრამ განახლებული) ურთიერთობები, რათა თავიდან აირიდოთ შეცდომები. მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ ჯანმრთელობის საკითხებს.

კურო

შესაძლოა დიდი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ ყველასთვის გასაოცრად თქვენ იოლად გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს და ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს.

ტყუპები

მეტი ზომიერება და თავდაჭერილობა გამოიჩინეთ სხვათა პრობლემების მოგვარებისა და ფულის ხარჯვის დროს. იმოქმედეთ ღირსეულად, მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას ისარგებლონ თქვენი დიდსულოვნებით.

კირჩხიბი

შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საზოგადოებრივი ურთიერთობებსა ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. წარმატებას მოგიტანთ ნებისყოფა, მოხერხებულობა, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება.

ლომი

დღეს ისეთი მაგნეტიზმით და მაგიური ენერგიით ხართ დამუხტული, რომ საოცარი ძალით მიიზიდავთ საპირისპირო სქესის ადამიანთა ყურადღებას, თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და ერუდიცია კი მრავალ ადამიანს აღაფრთოვანებს.

ქალწული

თქვენს წინ ახალი პერსპექტივები გადაიშლება. მოულოდნელი გარემოებების გამო შესაძლოა მოგიწიოთ შორს გამგზავრება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ყველაზე ამბიციური მიზნების რეალიზებას .

სასწორი

გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაიმე სასურველი ნივთი, სამოსი და გახალისდით, აჩუქეთ მეტი სიხარული საკუთარ თავს. ყურადღება გამოიჩინეთ და გაახარეთ საჩუქრებით ოჯახის წევრები და ახლობლებიც.

მორიელი

სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ მძაფრ გამოთქმებს, როგორც პირად, ასევე საქმიან სფერში, საიდანაც დიდი ალბათობით წარმატებაა მოსალოდნელი თუ სათანადო გონიერებას და ყურადღებას გამოიჩენთ.

მშვილდოსანი

ერიდეთ ეჭვიანობას და ფარულ მოქმედებას, რადგან დამალული მალე გაცხადდება. ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და სპონტანურ ქმედებას. მოსალოდნელია შფოთი და გაურკვევლობა. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული მეგობრებთან.

თხის რქა

მოდუნდით, დაისვენეთ. ხანდაზმულ ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობები წონასწორობისა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ, რომელიც საჭიროა თქვენთვის ახალი, საინტერესო სფეროს ასათვისებლად და შესაცნობად.

მერწყული

პირადი ურთიერთობებისთვის სასიკეთო დღეა, საქმიან სფეროში კი არაფერი გაკმაყოფილებთ, ყველაფერი უბრალოდ და უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, სხვების მიღწევები კი დიდ გამარჯვებად მიგაჩნიათ.

თევზები

შესაძლოა თქვენში ზღვარგადასულმა ამბიციებმა გაიღვიძოს. ფუფუნებისა და სივრცის განახლების სურვილმა უამრავი თანხა შეიძლება შეიწიროს, ამიტომ მოუფრთხილდით ოჯახის ბიუჯეტს, კარგად გათვალეთ შესაძლებლობები და იმოქმედეთ გონივრულად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share