ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოქალაქეებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრიბისკენ მოუწოდა, რათა მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა. როგორ ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პროსტესტი გაგრძლდება მანამ, სანამ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. ამიტომ მე გთხოვთ, პარტიული სიბრაზეები გვერდით გადავდოთ და დღეიდან, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საპროტესტო შეკრებებზე მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, ყველა ერთ ფრონტზე ვართ, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მიშას საავადმყოფოში გადაყვანა და ამიტომ გთხოვთ ყველას, დღეიდან, რუსთავი ციხესთან, საღამოს 6 საათზე შევიკრიბოთ, იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება.
ბუნებრივია, მე მესმის, ძალიან რთული თარიღია 7 ნოემბერი, რომელიც არის კვირა დღე და რა თქმა უნდა, ამ დღეს აქცია არ იქნება. მე ასე ვფიქრობ, რომ არ იქნება. იმიტომ, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ, აქციის ჩატარების არც მორალური უფლება გვაქვს და ეს დღე არის, დღე, როდესაც ჩვენ ბოდიშებს უნდა ვიხდიდეთ. ეს არის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პოლიტიკურ შეცდომად მაშინ აღიარა, როდესაც თანამდებობიდან გადადგა. ამიტომ ამ დღეს, ჩვენ ბოდიშებს უნდა ვიხდიდეთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები და თავად პარტიაც.
ჩემი აზრით, 7 ნოემბერი უნდა იყოს შესვენების დღე, ამჯერადაც, ამ წელსაც მოვიხადოთ ბოდიში და რაც შეეხება სხვა დღეებს – ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ”, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.