“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.
“მისი მდგომარეობის შესახებ რამდენადაც ვიცი, ინფორმაციას ფლობს ის მულტიფუნქციური სამედიცინო საბჭო, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას და ეს შეკითხვები მათთან. მე ვამბობ, ადამიანის უფლებაა რომ ჯანმრთელი იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი. ამ შემთხვევაში ურგენტული ჩარევისათვის სპეციალიზებული კლინიკა საჭირო არ არის”, – თქვა ლადო კახაძემ.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს.