ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია – სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, – აღნიშნული შეფასება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი მათივე პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა.
„ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ საკუთარ ამომრჩევლებს სიმართლე უთხრან, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ არჩევნებში წაგება ისეთი მოუმწიფებელი განცხადებებით გადაფარონ, როგორიც ბოიკოტი გახლავთ. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, ვინც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.