ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირას 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. 22 ნოემბერს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩაიშალა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც სათავეში ედგნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, იმჟამინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. 23 ნოემბერს პრეზდიენტი შევარდნაძე გადადგა და მისი მოვალეობის შესრულება იმდროისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დაეკისრა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაშინაციონალური მოძრაობა მოვიდა.