“ვულოცავ ყველას არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატსაც წალენჯიხაში. ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დავიწყოთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. არა ერთმანეთის ლანძღვაზე, უსაგნო პოლემიკაზე, არამედ კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველამ”.
თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.