შვედეთის ნაკრები ბათუმში ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად გვეწვევა

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებთან გამართავს.

ვილი სანიოლის ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა იმ ფეხბურთელებს უკვე უხმო, რომელიც ბოლო ორი მატჩისთვის სჭირდება. ბათუმიდან შვედები სევილიაში გადაინაცვლებენ, სადაც 14 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრებიან.

შვედების შემადგენლობაში დაბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: პონტუს დალბერგი (დონკასტერი, ინგლისი), რობინ ოლსენი (შეფილდი, ინგლისი), კრისტოფერ ნორდფელდტი (აიკი);

მცველები: ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მარტინ ოლსენი (მალმიო), ვიკტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), იაოკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ალექსანდერ მილოშევიჩი (აიკ), ლუდვიგ აუგუსტინსონი (სევილია, ესპანეთი), დანიელ სუნდგრენი (არისი, საბერძნეთი), სებასტიან ჰოლმენი (რიზესპორი, თურქეთი);

ნახევარმცველები: კრისტოფერ ოლსონი (ანდერლეხტი, ბელგია), იესპერ კარსლონი (ალკმაარი, ნიდერლანდები), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), ვიკტორ გიოკერესი (ქოვენთრი, ინგლისი), ჯორდან ლარსონი (სპარტაკი, რუსეთი), იენს კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ვიკტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია), მაგნუს ერიქსონი (დიურგარდენი), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), ოსკარ ლევიცკი (მალმიო);

ფორვარდები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), რობინ ქუაისონი (ალ-ეტიფაქი, საუდის არაბეთი), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი).

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებმა ამ შესარჩევ ჯგუფში ერთი მატჩი უკვე ითამაშეს და ჩვენი გუნდი 25 მარტს სტუმრად 0:1 დამარცხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share