“მთავარი არხის” ექსკლუზივი – შეტყობინება, რომელიც სამმართველოს უფროსებს დაეგზავნათ

“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამმართველოს ხელმძღვანელებმა დღეს შეტყობინებები მიიღეს, რომლის მიხედვითაც მათ იმ ადამიანების სიები უნდა მოამზადონ, ვისაც რობოკოპებში დამატება სურთ.

უცნობია რას უკავშირდება უწყბაში მსგავსი მობილიზება.

“სასწრაფოა 15:00 საათამდე სამმართველოს ხელმძღვანელებმა გადმოგვიგზავნოთ სიები ვისაც სურვილი აქვს იყოს რობოკოპებში (დანამატი იქნება) მოიკითხეთ კარგი, ღონიერი და სანდო ბიჭები. ასევე პირველ რიგში მოიკითხეთ ვისაც გავლილი აქვს რობოკოპები. (სრული მონაცემები გადმოაგზავნეთ სახელი-გვარი, თანამდებობა, წოდება ტელეფონი) – წერია შეტყობინებაში.

“მთავარი არხი” დამატებით დეტალებს 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაასაჯაროვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share