“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილი დიდი ხანია აღარ არის და პირველივე გათავისუფლებულ ადგილას ათავსებენ მათ, ვისაც იმ წუთს სჭირდება” – ამის Facebook-ზე ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია წერს, რომელიც ამბობს, რომ თითო პალატაში ერთად 3-4 ადამიანია მოთავსებული.
გადელია ინფიცირებულებს, რომლებსაც ბინაზე მკურნალობის საშუალება აქვს, ურჩევს, სახლში დარჩნენ. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, გადადონ ხალხმრავალი თავყრილობები, დაიცვან დისტანცია და მუდმივად ატარონ პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტახანში გაფრთხილებაც კი დაგვიანებული იქნება.