მზადება აქციისთვის – რუსთავის ციხესთან პოლიციაა მობილიზებული

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმზეა გადასული ციხის საბადრაგო და უსაფრთხოების სამსახურიც.

ამასთან “პირველების” კამერამ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე განსაკუთრებული დეპარტამენტის ავტობუსები დააფიქსირა, რომლითაც სპეცრაზმის თანამშრომლები გადაადგილდებოდნან.

არ არის გამორიცხული, რომ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორია კარვების ქალაქად იქცეს.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share