ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
„ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შედეგებს არ აღიარებს.