“ასე წერენ ქვეყნის ბედს მრუდე ციფრებით და ბატიფეხური ასოებით..ასე მძიმედ არავის აუოხრებია საქართველო”-გვარამია საარჩევნო ადმინისტრაციაზე

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“აგერ უკვე რამდენი წელია, დაძახილზე შეკრებას იწყებენ.
უთენია იღვიძებენ და სახლებიდან გამოდიან.
შენობებში შედიან.
ზოგიც შენობების ირგვლივ დგება.
დაღამებამდე, ათას ბოროტებას ჩადიან.
ყალბისმქმნელობენ.
ფულს აშრიალებენ.
ჩაგრავენ და აშინებენ.
ყრიან და იპარავენ.
“ვერ” და ვერ ითვლიან.
შუალდეში ამძაღებულ ყველს, ქონიან ძეხვს და ერთ ყუა პურს ჩაუშვებენ ამოუყორავ მუცელში.
თუ კარგად მოიქცევიან, შეიძლება სპირტიანიც დაალევინონ.
ბოლოს, დაიშლებიან, ხალხის უბედურებით გალეშილები. ამაში ცოტაოდენ ფულს აიღებენ და ზედაც ცოტას დაამატებენ, უბეში ჩაუკუჭავენ.
ასე წერენ ქვყნის ბედს მრუდე ციფრებით და ბატიფეხური ასოებით.
ასე სპობენ საკუთარი და სხვისი შვილების და მშობლების მომავალს.
ასე ატრიალებენ ქვეყნის ისტორიის ჩარხს უკუღმა.
ასე ხშირად არავინ შემოსევია სამშობლოს.
ასე მძიმედ არავის აუოხრებია საქართველო.
ჩვენს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, სასტიკი და ამაზრზენი მტერი, მწვანეწინსაფრიანი ბეიჯიანების არმია – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია.
ბოლოს, ქვეყნის საფლავზე, დავლურსაც შემოცხებენ.”-წერს ის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share