ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო -“ოცნება” სჯის ყველას, ვინც არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს

რეპრესიული მანქანა არჩევნების დასრულებისთანავე ახალი ძალით ამოქმედდა. ყველას, ვინც “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს ან მმართველ პარტიას ამხელს, ხელისუფლება ციხით ემუქრება. სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში, ვიცე-მერობის კანდიდატი და კომისიის წევრი ქუთაისში – ივანიშვილის კლანის დაქვემდებარებაში მყოფი სუსი ნადირობს ყველაზე, ვინც ხელს უშლის ქართველი ხალხის ნების საბოლოოდ გაყალბებას.

თავარ სამიზნედ ახლა გამოცხადებულია ქუთაისის ერთ-ერთი უბნის კომისიის ყოფილი წევრი, რომელსაც “ქართული ოცნება” გაყალბებას აიძულებდა. იზო ჩირგაძე სისტემის საჯარო მხილების შემდეგ გაუჩინარდა. ახლა მას ეძებენ ევროპელი დამკვირვებლებიც და შესაძლოა სუსიც.

tv mtavari

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share